суббота, 30 марта 2013 г.

ტრენინგის II დღე.
დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი.
ჩვენ განვიხილეთ შემდეგი საკითხები:

  •  სასწავლო პროექტებისთვის სტანდარტების განსაზღვრა;
  •  სასწავლო პროექტებისთვის მიზნების და შედეგების შემუშავება; 
  • 21-ე საუკუნის უნარების განვითარება; 
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება და განხილვა; 
  • შეფასების მეთოდების და სტრატეგიების განხილვა და გონებრივი იერიში; 
  • მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენი შეფასებების შექმნა;
  • საავტორო უფლებების გაცნობა;
  • წყაროს ციტირება;
  • ინტერნეტ რესრსების მოძიება.

პროექტის დანერგვა სასწავლო პროცესში საკმაოდ საინტერესო პროცესია. პროექტი სწავლების განსაკუთრებული ფორმაა, რომლის დროსაც მასწავლებლები და მოსწავლეები მიმართავენ ერთობლივად ფორმულირებულ პრობლემას, მის დასამუშავებლად ადგენენ გეგმას, მონაწილეობენ ამ გეგმის
შესრულებაში და წარმოადგენენ ერთ საერთო პროდუქტს.
პროექტით სწავლება ხელს უწყობს, როგორც მოსწავლეთა შორის, ასევე მასწავლებლის და მოსწავლის შორის ურთიერთთანამშრომლობას, უმჯობესდება კომუნიკაცია, რაც  21-ე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია.

Комментариев нет:

Отправить комментарий