გავიდა ჩვენი ტრენინგის 4 დღე. დღეს ჩვენ დავბრუნდით სახლში. მაგრამ ფიქრებიტ ისევ ვბრუნდები ბაკურიანში. ვიხსენებ მსმენილ სესიებს, ჩატარებულ აქტივოვებს, ერთმანეთთან გაზიარებულ გამოცდილებას, დასკვნით ღონისძიებას :).
ამ ტრენინგმა აბსოლუტურად გადააჭარბა ჩემს მოლოდინს. წინ გველოდება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სამუშაო.
დიდი მადლობა ტრენიგის ორგანიზატორებს, ჩვენ ტრენერეს, რომლებიც, ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალები არიან, ჩემს კოლეგებს.
დროებით გემშვიდობებით. მოუთმენლად ველი მომავალ შეხვედრებს.
среда, 3 апреля 2013 г.
воскресенье, 31 марта 2013 г.
ტრენინგის მე-3 დღე
მე-3 დღე კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
ჯგუფებში ერთმანეთს გაუზიარეთ ჩვენი პროექტები, ვიმსჯელეთ რამდენად ვპასუხობთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.
გავწერეთ რას აკეთებს მოსწავლე პროექტის შესრულების დროს, შევქმენით შეფასების გეგმის დროში გაწერილი რუბრიკა.
ვიმსჯელეთ რა უნარ-ჩვევებს მიიღებს მოსწავლე პროექტის დასრულების შემდეგ.
ტრენინგის ყოველი დღე ხდება უფრო საინტერესო.
суббота, 30 марта 2013 г.
ტრენინგის II დღე.
დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი.
ჩვენ განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი.
ჩვენ განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
- სასწავლო პროექტებისთვის სტანდარტების განსაზღვრა;
- სასწავლო პროექტებისთვის მიზნების და შედეგების შემუშავება;
- 21-ე საუკუნის უნარების განვითარება;
- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება და განხილვა;
- შეფასების მეთოდებისა და სტრატეგიების განხილვა და გონებრივი იერიში;
- მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენი შეფასებების შექმნა;
- საავტორო უფლებების გაცნობა;
- წყაროს ციტირება;
- ინტერნეტ რესრსების მოძიება.
პროექტის დანერგვა სასწავლო პროცესში საკმაოდ საინტერესო პროცესია. პროექტი სწავლების განსაკუთრებული ფორმაა, რომლის დროსაც მასწავლებლები და მოსწავლეები მიმართავენ ერთობლივად ფორმულირებულ პრობლემას, მის დასამუშავებლად ადგენენ გეგმას, მონაწილეობენ ამ გეგმის
შესრულებაში და წარმოადგენენ ერთ საერთო პროდუქტს.
პროექტით სწავლება ხელს უწყობს, როგორც მოსწავლეთა შორის, ასევე მასწავლებლის და მოსწავლის შორის ურთიერთთანამშრომლობას, უმჯობესდება კომუნიკაცია, რაც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია.
пятница, 29 марта 2013 г.
ტრენინგის პირველი დღე
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში, კერძოთ:
ამ ტრენინგ-კურსის პირველ დღეს გავეცანით I მოდულს და კონკრეტულად ვიმუშავეთ მცირე ჯგუფებში სასწავლო პროექტის გეგმის მომზადებაზე.- მუშაობის პროცესში გავითვალისწინეთ თანამედროვე მოთხოვნილებები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს 21-ე საუკუნეში მცხოვრები პიროვნება;
- რით დაეხმარება პროექტი მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის მიღწევაში;
- როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში.
მუშაობის პროცესი იყო საინტერესო, ვითვალისწინებდი ტრენერის რჩევებსა და რეკომენდაციებს.
Подписаться на:
Комментарии (Atom)